ერთ-ერთი მედდა, რომელსაც დღეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.
ის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია და რესპუბლიკური საავადმყოფოს უკვე ინფიცირებული მედდის კონტაქტს მიეკუთვნება.
დღეს შიდა ქართლში კოვიდ 19-ით ინფიცირების სულ სამი შემთხვევაა გამოვლინდა. მათთან კონტაქტში მყოფი 45 ნიმუში ეპიდემიოლოგებმა ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გააგზავნეს. ინფიცირებულების ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.