თბილისის საქალაქო სასამართლომ მომხმარებელს Facebook პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა

გამოქვეყნდა:

JG Counselors-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს დაავალა Facebook-ზე გავრცელებული საჯარო პოსტი Only Me-ზე გადაეყვანა. მოსარჩელეს ადვოკატი სერგი ჯორბენაძე წარმოადგენდა.

არსებული ინფორმაციით, პირმა სასამართლოს მის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიმართა.

მოპასუხეს ასევე დაევალა YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა თავისი Facebook Account-ის (ანგარიშის) წაშლა.

სასამართლომ გადაწყვეტილება პირველ თებერვალს მიიღო.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი საქმე, როდესაც სასამართლო სოციალურ მედიაში ცილისწამების უარყოფის მოთხოვნას განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი