პანკისში, სამართალდამცველებმა ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს

გამოქვეყნდა:

ჩხრეკა პანკისის ხეობაში - სამართალდამცველებმა ხასო და მექა ხანგოშვილების საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. 

წინასწარი ინფორმაციით, ოპერაცია ჩეჩენი ეროვნების პირის დაკავებას უკავშირდება, რომელიც გუშინ ღამით, ხანგოშვილების ოჯახში იმყოფებოდა.

ხასო ხანგოშვილის თქმით, მის ვაჟს დაკავებულთან უბრალო ნაცნობობა აკავშირებს და ჩხრეკა, სავარაუდოდ, ამას უკავშირდებოდა.

როგორც "მთავარ არხთან" ხასო ხანგოშვილი ამბობს, სამართალდამცველებმა მისი სახლი მალევე დატოვეს. 

ჩემი შვილი იცნობს ამ პირს. მე გვარიც არ მახსოვს. ჩვენთან ოჯახში იყო წუხელ, მთხოვა გავაცილებო და დავთანხმდი. ის კაცი დღეს დააკავეს  და არ ვიცი, რაზე. პოლიციიდან ძალიან ზრდილობიანად მოვიდნენ. აქ რა უნდა იპოვონ. მოვიდნენ, ნახეს, დაათვალიერეს და წავიდნენ, არაფერი ისეთი არ ყოფილა, - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი, დღეს თბილისში, სავარუდოდ, ნარკოტიკების გამო დააკავეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი