ქრთამის აღების საქმეზე თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
უწყებაში გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს, სუს-ში შესვლამდე კომენტარი არც თბილისის მერიისა და არც სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს გაუკეთებია.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
ამავე თემაზე: