კახა კალაძე საკუთარ მოადგილეებს, გამგებლებსა და მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს აფრთხილებს, რომ კორუფცია შეუმჩნეველი არ დარჩება და "არავინ დაუშვას არაკანონიერება":
„მე მინდა გაგაფრთხილოთ ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურის უფროსები, გამგებლები, სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები, შპს-ების ხელმძღვანელები, რომ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ყოველთვის, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავიფიქრებ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა შესაბამის ორგანოებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, თქვენივე სამსახურებში არავინ დაუშვას არაკანონიერება“, - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.