აშშ და NATO რუსეთს მოუწოდებს საქართველოდან ჯარები გაიყვანოს - ჩანაწერი "უსაფრთხოების გარანტიების" დოკუმენტში 

გამოქვეყნდა:

აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ წერილში ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პირობად საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანაა დასახელებული. ასევე დოკუმენტის თანახმად, ევროპული უსაფრთხოებისთვის, რუსეთის საჯარისო ნაწილები უნდა გავიდნენ უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიიდან.

დოკუმენტი ესპანურმა გამოცემა El PAIS-მა გაასაჯაროვა.

აშშ-მა რუსეთს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა.

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ-ს NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღიაობა ახალი წევრების მიმართ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, უკან არ დაუხევია. 

აშშ-ს პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და თქვა, რომ "NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაზე აშშ-ს პასუხი დადებითი არ არის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი