საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 8 326 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 77 584 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 47 972 ტესტით, ხოლო 29 612 PCR-ით. 2 თებერვალს აიცრა 5 411 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 30,05%-ია, ბოლო 14 დღის - 24,27%-ია, 7 დღის - 27,36%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 250 108 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 038 391 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 102 კი გარდაიცვალა.