"რესურსები პრაქტიკულად ამოწურულია" | კოვიდის შემთხვევების ზრდის გამო, სადაზღვევო კომპანიები კრიტიკულ ზღვარზე მუშაობენ

გამოქვეყნდა:

მორიგი კოვიდ აფეთქების გამო, სადაზღვევო კომპანიები კრიტიკულ ზღვარზე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქოლ-ცენტრები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ინფიცირებული ადამიანების რეკორდულად მაღალ მიმართვიანობას მაინც ვერ აუდიან.

ადამიანური რესურსი საკმარისი აღარ არის, თუმცა სადაზღვევო კომპანიები ვერც დანაკლისის შევსებას ახერხებენ.

სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქოლ-ცენტრში დღეში 5-ათასი ზარი შედის, რის გამოც პროცესის მართვა შეუძლებელია.

"მომართვიანობა არის კრიტიკულ ზღვარზე, რესურსები პრაქტიკულად ამოწურულია. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ მოხდება ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდება, არის ძალიან რთულად პროგნოზირებადი. თუ ეს ზრდის მაჩვენებელი ისევ შენარჩუნდა და ინფიცირების ზრდის ტემპი იქნება იგივე რეჟიმში, როგორც არის ახლა, ძალიან რთულია რამე სახარბიელო პროგრესის დანახვა", - ამბობს "პსპ დაზღვევის" დირექტორი, სოფო ლებანიძე.

ცნობისთვის, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მაგალითად, 2 თებერვალს ქვეყანაში ვირუსის 26 320 შემთხვევა დადასტურდა, 1 თებერვალს - 24 201, 31 იანვარს - 13 150.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი