
ქურდობა ოზურგეთში - "გურიის მოამბეს" ინფორმაციით, გამსახურდიას ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი სავარაუდოდ ღამის საათებში გაქურდეს. სახლი დროებით დაკეტილი იყო.
არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია ფარდები, ჭაღები, ქვაბები, კოვზები და თეთრეული.
"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სოფლის ცენტრში მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც 3 000 ლარამდე თანხაა წაღებული. სავარაუდოდ, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.