2020-2021 წლებში საქართველოში კორონავირუსით 10 687 ორსული დაინფიცირდა | NCDC-ს ანგარიში

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშში წერია.

როგორც ანგარიშში წერია, ორსულთა საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია, დადასტურებულ შემთხვევების ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. 

  • ორსულების საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
  • „კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იყო 129 341 ორსული. 2020 წელს 66 359, 2021 წელს - 62 982.
  • ორსულებში კოვიდ-19 -ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687-ს შეადგენს. ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 8,2%-ია. მათ შორის, 2020 წელს 3362, 2021 წელს კი - 7326.
  • ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
  • ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების. - წერია განცხდებაში

იხილეთ ასევე :

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი