22 263 ახალი შემთხვევა და კიდევ 39 გარდაცვლილი - 4 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი, 15 575 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 73 821 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 46 355 ტესტით, ხოლო 27 466 PCR-ით. 3 თებერვალს აიცრა 4 959 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 30,16%-ია, ბოლო 14 დღის - 25,24%-ია, 7 დღის -  27,87%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 272 371 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 053 966 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 141 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი