ლილოში, კუსტარულად მოწყობილი საწარმოდან ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

გამოქვეყნდა:

ლილოს დასახლებაში ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო ნახეს. საწარმოში გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები და ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. 

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.

ხორცის ნიმუშები კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი