10 ინფიცირებულის წყარო უცნობია - Covid 19-ის ბოლო მონაცემები საქართველოში

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია, ათამდე გაიზარდა - განცხადება ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს და ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს. 14 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება. ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის სულ 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 702.

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი