23 134 ახალი შემთხვევა და კიდევ 33 გარდაცვლილი - 5 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, 17 594 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 76 205 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 48 711 ტესტით, ხოლო 27 494 PCR-ით. 4 თებერვალს აიცრა 4 224 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 30,36%-ია, ბოლო 14 დღის - 26,16%-ია, 7 დღის -  29,28%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 295 505 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 071 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 174 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი