"ამათ უკან დგას ივანიშვილი..." | თურქი ბიზნესმენის კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა ბათუმში

გამოქვეყნდა:

გალიფ ოზთურქის კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა ბათუმში -  გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, თურქმა ბიზნესმენმა, შენობები ანგისის ქუჩაზეც ააშენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივამ” საჯარო რეესტრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, თუმცა გალიფ ოზთირქმა სამშენებლო სამუშაოები ყოველგვარი შესყიდვისა და ნებართვის გარეშე განახორციელა.

ოპოზიცია ამბობენ, რომ ბიზნესმენის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და სწორედ ამიტომ, უკანონობაზე პასუხს არავინ აგებს.

"გალიფ ოზთურქი და ეს თურქულ-ჩინური გაურკვეველი წარმოშობის ჯგუფი არის მთელ ქალაქში და მთელ ქვეყანაში. ამათ უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი და ამაში არ შეიძლება უკვე ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს. იმას, რასაც ესენი ჩადიან, წარმოუდგენელია სხვა ვინმემ შეძლოს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი