ოზთურქის "ჩინური კვარტალი" - ინსპექციის უფროსი, რომელიც უკანონო მშენებლობას უნდა აკონტროლებდეს, დუბაიში ისვენებს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" მოიპოვა საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმში, იქ სადაც ე.წ ჩინური კვარტალი შენდება, ათას 24 კვ მეტრი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს მიტაცებული მიწის გამო, პასუხს არავინ სთხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტერიტორიაზე შესვლას ითხოვს, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, თუმცა ობიექტის დაცვა მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით კი, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, რომელიც უკანონო მშენებლობას უნდა აკონტროლებდეს, ამ დროისთვის დუბაიში ისვენებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი