საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ის თბილისში, ექმითან კონსულტაციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების მიზეზით pcr ტესტი ჩაუტარეს და covid -19- ზე დადებითი შედეგი აჩვენა. 

ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში . ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,  წყარო ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ყველა მათგანი გადაყვანილია საკარანტინო ზონაში. 

დაინციფირებული კაცი  თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის სულ 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 702.

გარდა ამისა ათამდე გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა წყაროც უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი