ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას გულისხმობს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის თანამშრომლებს დღეს დილით აღარ დახვდათ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ქალღმერთის ქანდაკება მოიპარეს