ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება - ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძემ "პირველი არხის" ეთერში საუბრისას.

„თუ სამშაბათს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იქნება 26 000-ზე ნაკლები, ჩვენ შეგვეძლება, მეტ-ნაკლებად თამამად ვთქვათ, რომ 26 000 იყო ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამშაბათს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს – ხუთჯერ მეტი ადრე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ეს არის სადღაც, 28-30 000 ინფიცირებული დღე-ღამის განმავლობაში. იმედი დავიტოვოთ, 2 თებერვლის მაჩვენებელი მაქსიმუმი იყო და შემდეგი დღეების მანძილზე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა „ომიკრონი“ იმდენად არაპროგნოზირებადია და მატება იმდენად მაღალია, რომ უფრო მეტი ალბათობით, მომდევნო კვირას ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

5 თებერვალს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი