19 098 ახალი შემთხვევა და კიდევ 38 გარდაცვლილი - 6 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, 17 531 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 362 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 29 383 ტესტით, ხოლო 22 979 PCR-ით. 5 თებერვალს აიცრა 2 443 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 36,47%-ია, ბოლო 14 დღის - 30,65%-ია, 7 დღის -  27%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 314 603 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 089 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 212 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი