კოვიდ 19 შიდა ქართლში - ინფიცირებულია ცოლ-ქმარი

გამოქვეყნდა:

გორში, "ემბავუდისა" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ოფისები დახურულია, ხოლო თანამშრომლებს თვითიზოლაციის მკაცრი რეკომენდაცია მიეცათ.

"კრისტალის" იურისტის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. მამაკაცი სავარაუდოდ მისივე მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც "ემბავუდში" მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის შეიდა ქართლის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში სულ 17 ნიმუში იყო გაგზავნილი:

გუშინ დადასტურებული შემთხვევებიდან აღებულ იქნა კონტაქტების 17 ნიმუში, გაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორატორიაში, დაგვიდასტურდა ერთი შემთხვევა, მიმდინარეობს კონატქტების მოძიება და ღრმა ეპიდკველვა. დღესვე ეს ნიმუშები გადაიგზავნება ლუგარის ცენტრში " ამბობს ეკატერინე ქორჩაშვილი

ამჟამად გორში სულ 29 პირი იმყოფება თვითიზოლაციში, კასპში -5, ხაშურში კი- 3

გორის მუნიციპალიტეტში სულ ინფიცირებულია 3 ადამიანი, კასპში კი ერთი. მათგან ორი ე,წ, მედდის კლასტერია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი