ბაკურიანის გაჩერებული საბაგიროდან გაჭედილი მგზავრები ჩამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბაკურიანის გაჩერებული საბაგიროდან გაჭედილი მგზავრები ჩამოიყვანეს. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს დამსვენებლები უყვებიან, თითქმის 50-მდე ადამიანი, რომელიც საბაგიროზე 2-3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ჩამოყვანილია და ისინი თავს კარგად გრძნობენ. 

მათივე ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ შეფერხება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია, რის გამოც ძრავი არ ამუშავდა. 

თუმცა, ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა "ენერგო პრო-ჯორჯიამ" - კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა და ძაბვის ვარდნას ადგილი არ ჰქონია. 

შესაბამისად, ამ დრომდე გაურკვეველი და ბუნდოვანი რჩება, რა გახდა საბაგიროს შეჩერების მიზეზი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი