კოვიდ 19 საგარეჯოში - მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგები საგარეჯოში მცხოვრები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ. ახალგაზრდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც 10 ივნისს, კახეთიდან თბილისში ჩამოვიდა. ინფიცირების წყარო ამ დროისათვის უცნობია.

მიაკითხა ავერსის კლინიკას რესპირატორული სიმპტომებით. ექიმმა ეჭვი მიიტანა კონსულტაციის შემდგომ. ჩაუტარდა ტესტირება პისიარით და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ჯერჯერობით ინფიცირების წყარო არის უცნობი - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.

მათივე ინფორმაციით, მოძიებულია  ინფიცირებული მამაკაცის 18 კონტაქტი და ყველა მათგანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. თავად ინფიცირებული კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

კახეთში კოვიდ 19 ით იფიცირების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ხუთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი