უკრაინაში 29 წლის ქართველი ემიგრანტი, ჯ.გ. გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია, ხობში ცხოვრობდა და უკრაინაში უმუშევრობის გამო წავიდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.
ახალგაზრდა კაცი "სნოუბორდით" სრიალის დროსას ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც 1 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, დღეს კი გარდაიცვალა.
მისი ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
ავტორი: ემა გოგოხია