საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთი გაიხსნა | რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ქვეყანაში შესასვლელად

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეები, დღეიდან, 7 თებერვლიდან საბერძნეთში შესვლას შეძლებენ. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება. 

უწყება წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ, თუ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებენ:

  • ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში.
  • წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით.
  • წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

მათივე ცნობით, ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი