2019-2020 წლებში, ზუგდიდის მერიას დადგენილი 10 მანქანის ნაცვლად, 191 მანქანა ემსახურებოდა. - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს,რომ მანქნების საწვავი და მოვლა ბიუჯეტს 752 ათასი ლარი დაუჯდა. მანქანებზე არ მუშაობდა კონტროლის სისტემა, თუმცა რომელზეც მუშაობდა იმ 44 ავტომანქანის შემთხვევაში 863-ჯერ დაფიქსირდა ავზზე დიდი მოცულობის საწვავის მოხმარება.
სამთავრობო დადგენილებით რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად, ზუგდიდის მერიას 191 მანქანა ემსახურებოდა - 22 სამორიგეო და 169 კერძო - რომელთა საწვავში 601,200 ლარი დაიხარჯა. მანქანებზე არ მუშაობდა კონტროლის სისტემა, ხოლო რომელზეც მუშაობდა იმ 44 ავტომანქანის შემთხვევაში 863-ჯერ დაფიქსირდა ავზზე დიდი მოცულობის საწვავის მოხმარება. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან სხვა რეზერვუარზე, რა გზითაც მოხმარებული საწვავი ბიუჯეტს 145,100 ლარი დაუჯდა.
2019-2020 წლებში 191 ავტომობილის მოვლაში ზუგდიდმა ბიუჯეტიდან 150,600 ლარი გადაიხადა და ამ თანხის 93% ერთმა კომპანიამ, შპს ანდრია მოტორსმა უკონკურენტო ტენდერით მიიღო. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ზუგდიდმა საწვავზე 2-ჯერ ნაკლები, 298,811 ლარი დახარჯა უფასო სასადილოებზე და 5-ჯერ ნაკლები, 120,100 ლარი მარჩენალდაკარგულ ბავშვთა 200-ლარიანი დახმარებისთვის, - წერს ორგანიზაცია.