თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩის N89 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07/02 23:00-დან 08/02 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: ავთო ვარაზის და ფერმწერთა ქუჩებს
მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზ. N 19 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07/02 22:30-დან 08/02 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა:
რუსთაველის გამზ. N 11-29 (კენტები), გიორგი ჭანტურიას, ვასო აბაშიძის და რევაზ ლაღიძის ქუჩებს
ისნის რაიონშში, მარტყოფის შეს. N 18 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07/02 17:45-დან 08/02 02:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა; მარტყოფის, მთავარანგელოზის, მახათის, დმანისის, ნასაკირალის, ობსერვატორიის, სევანის, ალადაშვილის, ფაბრიციუსის - იგივე კონსტანტინე ერისთავის, იუსტინე აბულაძის (ყოფილი ჩუბინიძის) და ბზიფის ქუჩებს.