გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, უბრალო დამთხვევაა, თუ არა - ვახო სანაია ბინის გატეხვაზე

გამოქვეყნდა:

სახლის გაძარცვასთან დაკავშირებით გვიან ღამემდე გაგრძელდა ჟურნალისტ გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის, ხათუნა ჩხაიძის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებს, მათ შორის გიორგი სანაიას ძმას, ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელმაც მკვლელობის საქმეში ახალი ფაქტები და ვერსიები გაასაჯაროვა, კითხვები უჩნდება, თუმცა წინასწარ ვერსიებზე საუბარი არ სურს.

"გამოძიებამ უნდა გასცეს ამ ყველაფერს პასუხი, ეს უბრალო დამთხვევაა, თუ არ არის დამთხვევა. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც რაღაცას გვეტყვიან უახლოეს დღეებში. წესით, ეს არ არის რთულად გასახსნელი საქმე და დაველოდები", - თქვა ვახო სანაიამ. 

ხათუნა ჩხაიძის თქმით, მოპარული და დაკარგული არაფერი არაა.

ცნობისთვის, 27 იანვარს ვახო სანაიას ეთერში საქმის ოქროს მოწმემ რეზონანსული განცხადებები გააკეთა. კონსტანტინე ციხისთავმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი