საქათველოს "შვიდკაცა" ეროვნულ ნაკრების მენეჯერი, ალექსანდრე ნიჟარაძე ამბობს, რომ "მთავარ არხს" არანაირ პატივს არ სცემს და არ პასუხობს კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაიაროს.
"თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს, [რუსეთის ნაკრებთან შეკრების გამართვა] აუცილებელი იყო არა, გეუბნებით თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ, არანაირ პატივს არ გცემთ არც თქვენ, არც "ტვ პირველს". დიდი საზოგადოებრივი ინტერესი რომ არის გაიგებენ სხვა არხების მეშვეობით და არა თქვენი არხების მეშვეობით", - თქვა ალექსანდრე ნიჟარაძემ.
ალექსანდრე ნიჟარაძის სახელით შესაბამისი წერილი დღეს გასაჯაროვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქუთაისის ბაზაზე შეკრებას 24 თებერვლიდან 1 მარტის პერიოდში გეგმავს. ნიჟარაძე წერს, რომ რუსეთთან თამაში ჩვენ ნაკრებს "ძალიან გამოადგება".