კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ კიდევ გრძელდება - თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ კიდევ გრძელდება, -  ამის შესახებ ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ "მთავარ არხთან" განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა და მსუბუქი ფორმით დღემდე გრძელდება. 

ძალიან გაურკვეველია ეს ტერმინოლოგია, პირველი ტალღა და მეორე ტალღა. საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი კუნძული იყო, სადაც ძალიან დაიკლო, ერთნიშნა რიცხვამდე ჩამოვიდა ახალი შემთხვევევები და ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პირველი ტალღა დამთავრდა და ვმჯელობდით და ეხლაც ვმსჯელობთ, მეორე ტალღა დაიწყება თუ არა. პირველი ტალღა გრძელდება ჯერ, უბრალოდ საქართველოში რბილად გრძელდება. ის, რომ მთლად დამთავრდა - არა. ამიტომ, ჯერ-ჯერობით, მე ამას განვიხილავ, როგორც პირველი ტალღის ბოლო, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტები მოსახლეობას ტრადიციული წეს-ჩვეულებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, კოვიდი 19 არსად არ მიდის, ჩვენთან ერთად რჩება და საზოგადოებამ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი