დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს შესწავლა, სულ რამდენი ორსულია გარდაცვლილი კორონავირუსით.
იანვარში, „ომიკრონის" აქტიური გავრცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1% მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება",- ამბობს გამყრელიძე