მოსამართლემ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული მოძალადე გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული მოძალადე უშანგი დათუნაშვილი მოსამართლემ გაათავისუფლა. მან მას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.

დათუნაშვილი "რუსთავი 2- ის" ოპერატორის ცემის ეპიზოდში მონაწილეობდა. 

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულდა.

პროცესზე დაიკითხნენ: რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი და "რუსთავი2-ის" ოპერატორი.

საქმე ეხება მრგვალი ბაღისა და თბილისი "გალერეას" ეპიზოდებს. პირველ შემთხვევაში, გაეროს მიმდებარედ 10-მდე მოძალადე დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა მედიის ორ წარმომადგენელს, როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა მოუხედავად იმისა, რომ ადგილზე არაერთი სამართალდამცველი იმყოფებოდა, რეაგირება არავის მოუხდენია.

ცნობისთვის,  "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, დათო ქორიძის საქმის ნაწილში ამ დრომდე არც ერთი მოძალადე დაკავებული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი