ამირან ჯანაშია სასამართლოზე ვერ მიიყვანეს - პენიტენციურმა არასაკმარისი ადამიანური რესურსი მოიმიზეზა

გამოქვეყნდა:

თადარიგის ოფიცრის, ამირან ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ის გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოზე პატიმარი ვერ მიიყვანა და მიზეზად პანდემიის გამო, არასაკმარისი ადამიანური რესურსი დაასახელა. ფაქტი პატიმარმა ჯანაშიამ და მისმა უფლებადამცველებმა ონლაინ რეჟიმში მიმდინარე პროცესზე გააპროტესტეს და სხდომის გადადება მოითხოვეს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა, მომდევნო სასამართლოზე პენიტენციურმა უზრუნველყოს პატიმრის დასწრება სხდომათა დარბაზში.

დღეს ჯანაშია სხდომას ონლაინ ჩაერთო და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არის პოლიტპატიმარი მას იარაღი ჩაუდეს იმიტომ, რომ არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ აქტიურად იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ ამირან ჯანაშია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. ის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ოპოზიციის ინფორმაციით, ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს  

ავტორი: ემა გოგოხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი