თბილისში, დღეს, 9 თებერვალს, შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, დიდების, კოჯრის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი ფონიჭალას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, თოფურიძე ვალენტინის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ბუგეულის, დარკვეთის, ზეკარის, კიშინიოვის, ლისაშვილის, ლუბოვსკის, ავიაქიმიის, სანავარდოს, სვირის, ცოტნე დადიანის, თოდრიას, კურსების, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ლაითურის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, წერონისის, სამსონ ფირცხალავას, სანერგის და გეგუთის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის და კორნელი სანაძის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.