საქალაქო სასამართლოში დღეს ბესიკ თამლიანის პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

თამლიანი გასული წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის ბრალს არ აღიარებს.

"უამრავი ჩვენებაა ბესიკ თამლიანის სასარგებლოდ. ასევე, არის ვიდეო მასალები, რომლებიც ნათელყოფს, რომ ბესიკ თამლიანს არანაირი აგრესია და საფრთხე არ შეუქმნია საზოგადოებისათვის და ადგილი ჰქონდა პოლიციელების მიერ უხეშად კანონის დარღვევას", - თქვა უფლებადამცველმა, თეონა ქორიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი