"გზასაც გადავკეტავთ და სამინისტროებსაც მივაკითხავთ" - ლილოს დასახლებაში წყლის გრაფიკით მიწოდებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

აქცია ლილოს დასახლებაში - ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსახლეობამ სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება გააპროტესტა. ისინი ყვებიან, რომ პრობლემის შესახებ ყველა შესაბამისი უწყებაა ინფორმირებული, თუმცა ამის მიუხედავად, მათ ყურადღებას არ აქცევენ.

თუ წყლის პრობლემა დროულად არ გადაიჭრება, ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

"კვირაში 4 დღე ფაქტობრივად წყალი არ არის. აქ ცხოვრობს უამრავი ბავშვი, ელემენტარული ხელის დაბანა გინდა, წყლის დალევა... მივმართეთ გამგეობასაც, თბილისის მერიასაც, gwp-საც, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენი პატრონი არავინ არ არის. თუ საჭირო გახდება გზასაც გადავკეტავთ, სამინისტროებსაც მივაკითხავთ. ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია, უბრალოდ ახლა ისეთი დროა, ზოგს კოვიდი აქვს, ზოგი სამსახურიდან ბრუნდება და ფიზიკურად ყველა ვერ გამოვიდა გარეთ, ზოგი დასაბანია და ვერ გამოდის", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ანა ჯინჭარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი