საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 51 ადამიანი, 16 789 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 72 587 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 47 032 ტესტით, ხოლო 25 555 PCR-ით. 8 თებერვალს აიცრა 3 566 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 34,66%-ია, ბოლო 14 დღის - 29,26%-ია, 7 დღის - 32,45%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 375 615 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 141 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 351 კი გარდაიცვალა.