მინდელის შახტში აფეთქება მუშების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია - საქნახშირი

გამოქვეყნდა:

კომპანია "საქნახშირი" აცხადებს, რომ 30 იანვარს, ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ და საგზაო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ გამოიწვია.

"საქნახშირში" განმარტავენ, რომ პირველადი მოკვლევით, უბედური შემთხვევა დასაქმებულების დაუდევრობას მოჰყვა, თუმცა არ გამორიცხავენ, გამოძიების დასრულების შემდეგ დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს.

"ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეტჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას", - წერია საქნახშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი