აქცია-პერფორმანსი ბათუმში - არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" ერთ-ერთ ქუჩაზე, ორმოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მერის ფოტოებით საბურავი ჩაამაგრა.
ხათუნა ბერიძის თქმით, ბათუმში გზა თითქმის ყველა ქუჩაზეა დაზიანებული, ზოგიერთ ადგილას კი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ორგანიზაცია ხელისუფლებას პრობლემების მოსაგვარებლად ვადას თვის ბოლომდე აძლევს.