"აუცილებელია, შედგეს ექიმების კონტაქტი პაციენტთან" | შეუშვებენ თუ არა მედიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან

გამოქვეყნდა:

ექიმები მზად არიან, პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის ციხეში ნებისმიერ დროს შევიდნენ. ალტერნატიული კომისიის წევრი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ ექიმებს მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით 2 თვეა, არ უნახავთ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, აუცილებელია. 

ჩვენ თვენახევარზე მეტია, მეტიც, ორ თვემდეა დაახლოებით, რაც პაციენტი არ გვინახავს, არ შეგვიფასებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას დღეს და სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად არის საჭირო შედგეს ექიმების კონტაქტი პაციენტთან ვიდრე ოდესმე ყოფილა. კარგია, თუ მოგვცემენ ამის საშუალებას. შევალთ, დავაფიქსირებთ მის ჯანრმთელობის მდგომარეობას, ჩამოვყალიბდებით იმ სავალდებულო, შეიძლება ზოგ შემთხვევაში დაგვიანებულ, მაგრამ აუცილებელ კლინიკურ კვლევებზე, - ამბობს ლალი ჯავაშვილი. 

შეუშვებენ თუ არა ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ დრომდე უცნობია. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი