ბიჟუტერია ოქროს ნაცვლად - თაღლითობა ოზურგეთის "ლიბერთი ბანკის" საცავში

გამოქვეყნდა:

ასეულობით ცარიელი ქისა და ბანკის სეიფიდან გაუჩინარებული 49 კილოგრამი ოქრო -  მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ ოზურგეთში "ლიბერთი ბანკის"ფილიალში თაღლითური სქემა 2017 წლიდან მუშაობს. სქემის ერთ-ერთი წევრი ბანკის ექპერტ-შემფასებელი, მარიამ ცერცვაძეა, რომელიც სავარაუდოდ სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ითაღლითა და 2 000 000 ლარი მიისაკუთრა. დაზარალებულია 80-მდე ადამიანი. ყველა მათგანი ამბობს, რომ ოქრო უკვე დაკარგა.

ყველაზე უცანური კი ახლა ისაა, რომ ბანკი მომხდარში თავად დაზარალებულებს ადანაშაულებს და 
ზარალის ანაზღაურებას მათგან ითხოვს. ქონებადაკრგულ 80 ოჯახს ახლა "ლიბერთი ბანკისთვის" 3 800 000 ლარი აქვს გადასახდელი.

ირკვევა, რომ საუკუნის ძარცვის გახმაურებამდე, ოზურგეთის რაიონში მდებარე კერძო ლომბარდები, საკუთარ ოქროსა და ძვირფასეულობას "ლიბერთი ბანკის" საცავში ინახავდნენ. "მთავარი არხს" წყარო უყვება, რომ ბანკში შემფასებელი ბიჟუტერიას იბარებდა და აფრომებდა, როგორც ძვირფასეულობას. იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ოქროს ჩამბარებლებმა, თუ შემფასებელი დამოუკიდებელად მოქმედებაა, არავინ იცის. დაზარალებულები ამბობენ, რომ ბანკს მემკვიდრეობთი მიღებული ან შეძენილი ძვირფასეულობა ანდეს და წლების განმავლობაში პროცენტსაც იხდიდნენ.

ახლა, თაღლითობის შედეგად, ბანკის ზარალი ოთხი მილიონი, ხოლო დაკარგული ძვირფასეულობის ფასი კი 12 მილიონი ლარია. თაღლითურ სქემაში მონაწილეობას ადასტურებს და ბრალს აღიარებს ბანკის თანამშრომელი, მარიამ ცერცვაძე. ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში თაღლითურ სქემაში მუშაობდა,
თუმცა მარტო არ იყო და საქმეში ბანკის სხვა თანამშრომლებიც ფიგურირებდნენ. 

"ლიბერთი ბანკის" ექსპერტ-შემფასებელი მარიამ ცერცვაძე თანამზრახველებზე ლომბარდ "მიდასის" დირექტორ, ნონა მჭედლიძესა და მის მეუღლეზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაცია მან გამოძიებასაც მიაწოდა. ნონა მჭედლიძის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ოქროულობა და  20 000 ლარი ამოიღეს. ლომბარდის დირექტორის მეუღლე ოქრომჭედელია. ცოლ-ქმარი დანაშაულში პირიქით, მარიამ ცერცვაძესა და მის ქმარს ადანაშაულებენ.

"მთავარ არხთან" საუბრისას, ლომბარდის დირექტორის ოქრომჭედელი მეუღლე პანდემიის პერიოდს იხსენებს, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ყველა დაწესებულება დისტანციურად მუშაობდა. სწორედ ამ დროს, ერთადერთი თანამშრომნელი, ვისაც ოქროს ქისებთან წვდომა ჰქონდა, მარიამ ცერცვაძე იყო, ქმარი კი ინკასაციის თანამშორმელი იყო.

ამ დროისთვის, დაკითხულია მხოლოდ მარიამ ცერცვაძე. მისი გამოკთხვის ოქმში ახალგაზრდა ქალის ფინანების შესახებაცაა საუბარი. ირკვევა, რომ მარიამ ცერცვაძემ 2017-2020 წლებში მეუღლესთან ლაშა გუდავაძესთან ერთად ქ. თბილისში, ვარკეთილის მესამე, მეორე მიკრო-რაიონის მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი 18 500 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, მეუღლეს ბიზნესისთვის 300 ათასი მისცა.

მასშტაბური ძარცვისთვის ამ დრომდე დაკავებული არავინ არის, თუმცა დაყადაღებულია დაზარალებულების, ლომბარდის მფლობელებისა და "ლიბერთი ბანკის" ექპერტ-შემფასებლის მარიამ ცერცვაძის ანგარიშები. კითხვაზე პასუხი კი, რატომ არ იცოდა ბანკმა საკუთარ საცავში ბიჟუტერიის არსებობის შესახებ - ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი