საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 53 ადამიანი, 13 245 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 68 392 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 42 943 ტესტით, ხოლო 25 449 PCR-ით. 9 თებერვალს აიცრა 3 454 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 32,82%-ია, ბოლო 14 დღის - 29,93%-ია, 7 დღის - 32,84%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 398 059 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 154 476 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 404 კი გარდაიცვალა.