ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარს 80 წლამდე მარტოხელა კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დაკვამლიანების დროს კი სახლის დატოვება დროულად ვერ შეძლო.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ავტორი: ია გულიაშვილი