
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი უკრაინის პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ეხმაურება.
როგორც ის Facebook-ზე წერს, მნიშვნელოვანი მტკიცებულება ცენტრ "ემპათიას" დასკვნა იყო, სადაც საუბარია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე.
ორგანიზაციის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ახლა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, უკრაინის პროკურატურას ვიდეო მტკიცებულებები უნდა მიაწოდოს, სადაც კარგად ჩანს, როგორ იძალადეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილზე.
"უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად სცნო, მნიშვნელოვანი მტკიცებულება ცენტრი "ემპათია"-ს დასკვნა იყო, ვულოცავ ადვოკატებს. ახლა საჭიროა მომდევნო ნაბიჯი, რასაც ვგეგმავთ. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვან გზას აჩვენებს. ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, უკრაინის პროკურატურას მასალები უნდა მიაწოდოს", - წერს მარიამ ჯიშკარიანი.