საქართველოში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 55 ადამიანი, 23 675 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 64 187 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 39 833 ტესტით, ხოლო 34 354 PCR-ით. 10 თებერვალს აიცრა 3 174 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 31,11%-ია, ბოლო 14 დღის - 30,24%-ია, 7 დღის - 33,04%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 418 027 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 178 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 459 კი გარდაიცვალა.