გეგუთის ციხეში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი ავრცელებს.

"მე-14 დაწესებულებაში 90 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. სად უნდა გადაიყვანონ ამდენი ადამიანი? ვერსად, გამოიკეტებიან ისევ და მოედება მთელს ციხეს."- აცხადებს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 760 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი