ახლობლების ინფორმაციით, დაკარგული ამერიკელი ტურისტი ცოცხალი იპოვეს. "მთავარს" ინფორმაცია მისმა მეგობარმა დაუდასტურა, თუმცა სად და რა ვითარებაში იპოვეს ალექს ლოიჯი, ან სად იყო ის სამი დღის განმავლობაში, მეგობარმა ჯერჯერობით არ იცის.
ინფორმაციას ადასტურებს შსს-ც.