"თქვენ მიიჩნევთ, რომ ლექსო ლაშქარავა მომიტინგეებმა მოკლეს?" | ხმაური და გაღიზიანებული მოძალადეები 5 ივლისის პროცესზე

გამოქვეყნდა:

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში.

"თქვენ მიიჩნევთ, რომ ლექსო ლაშქარავა მომიტინგეებმა მოკლეს?" - გამოკითხვაზე მისულ ჟურნალისტებს მოძალადეების ადვოკატები პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდნენ და ცდილობდნენ, მათთვის სასარგებლო პასუხები ამ ფორმით მიეღოთ.

"მთავარი არხიდან" უკვე გამოიკითხა ირაკლი ბახტაძე და დეა მამისეიშვილი, რომლის მისამართითაც ბრალდებულებმა შეურაცხმყოფელი ფრაზებიც გამოთქვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი