საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. 

მისი თქმით, გარდაცვილილი 68 წლის კაცია.

რატიანი ამბობს, რომ პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხ აპრილს სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველივე დღიდან კრიტიკული იყო. პაციენტს, მისი თქმით, ფილტვის ქსოვილი მთლიანად დაზიანებული ჰქონდა. 

რომელი კლასტერიდან იყო გარდაცვლილი მამაკაცი, ჩვენთან რატიანი ამ საკითხზე არ საუბრობს. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირების 851 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 702 გამოჯანმრთელდა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი