"დევნილები უკვე 30 წელზე მეტია, სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს" - ბრიფინგი ენმ-ში

გამოქვეყნდა:

უმძიმეს გაჭირვებაში მცხოვრები და ხელისუფლებისგან დავიწყებული დევნილები - იძულებით გადაადგილებულთა პრობლემებზე დღეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ რომ ათიათასობით დევნილი უამრავი დაპირების მიუხედავად, ცხოვრებას ისევ სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში აგრძელებს.

ენმ-ის განმარტებით, დევნილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 94 მილიონი ლარი ამ დრომდე დევნილების პრობლემებს არ მოხმარებია.

"ხელისუფლება წლების განმავლობაში არაფერს აკეთებს დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად და ეს ადამიანები 30 წელზე მეტია, ღია ცის ქვეშ არიან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. მათი კანონიერი უფლებები ირღვევა და მათ სჭირდებათ სახელმწიფოსგან დახმარება", - თქვა ენმ-ის აფხაზეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი